პოპულარული ნომრის შეთავაზება სამთო კურორტ "განთიადი"
სასტუმროში დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე ფუნქციონირებს ბავშვთა ოთახი, სადაც 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ მშობლებისგან დამოუკიდებლად გაერთონ.
3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს კი შეუძლიათ მშობლების თანხლებით ესტუმრონ ბავშვთა ოთახს.
ბავშვთა ოთახში პატარებს დახვდებათ არაერთი განმავითარებელი სათამაშო, ხოლო პროფესიონალი აღმზრდელები მათ საუეთესო გარემოს შეუქმნიან გართობისა და განვითარებისთვის.
ბავშვთა ოთახის პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ მიმღებში, რათა არ გამოტოვოთ საინტერესო თამაშები და აქტივობები როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში.
ჩვენს სასტუმროში ვერავინ მოიწყენს. პირველ სართულზე განთავსებულია ბარ-ლაუნჯი და გასართობის სივრცე მთელი ოჯახისთვის.
შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი, მაგიდის ჩობურთი, მაგიდის ფეხბურთი, გიგანტური ჭადრაკი, სამაგიდო თამაშები ან უბრალოდ, ააწყოთ პაზლები.
ბარ-ლაუნჯი არის სივრცე განტვირთვისთვის. დააგემოვნეთ საფირმო კოქტეილები ან შეუკვეთეთ უგემრიელესი კერძები სასტუმროს ა-ლა-კარტ მენიუდან.
საღამოობით ხშირად არის საშუალება დატკბეთ მუსიკალური პროგრამითა და ცოცხალი შესრულებით.
სასტუმროს აქვს დ სიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზები. მცირე საკონფერენციო გათვლილია 40-მდე სტუმარზე. დიდი საკონფერენციო კი თეატრალური წყობით იტევს 150 სტუმარს. დიდ საკონფერენციოს გააჩნია სცენა და კულისები.
დიდ დარბაზში შესაძლებელია როგორც საქმიანი ღონისძიებების, ასევე - წვეულებებისა და ბანკეტების ორგანიზება.
სასტუმროს აქვს საქმიანი და სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების დიდი გამოცდილება და შესაბამისი ინვენტარი.
ტრენაჟორებით აღჭურვილ დარბაზში შეძლებთ სასურველი ვარჯიშების კომპლექსის შესრულებას. დარჩით ფორმაში და იყავით ჯანმრთელები.
სასტუმროს უკანა ეზოში, მზიან და მყუდრო ადგილას განთავსებული აუზი ყველაზე პოპულარული ადგილია დიდებისა თუ პატარებისთვის. მზიან ამინდში წამოწექი შეზლონგზე და მიიღე მსოფლიოში ყველაზე გამყოლი და ლამაზად შეფერილი მთის რუჯი.
აუზში ინტეგრირებულია საბავშვო ზონაც, სადაც პატარები მხიარულად შეძლებენ დროის გატარებას
აუზის გვერდით განთავსებული სასრუიალო კი მისწრებაა პატარების მშობლებისთვის. გაერთე და დაისვენე ოჯახთან ერთად.
სასტუმრო დამსვენებელს სთავასობს კვების თავისუფალ არჩევანს. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ნომერი როგორც საუზმით, ასევე ორჯერადი ან სამჯერადი კვებით.
მრავალფეროვანი ბუფეტი ეგრეთ წოდებული შვედური მაგიდის პრინციპით არის წარმოდგენილი.
მენიუ შედგენილია ნუტრიციოლოგების მიერ და ის დამსვენებელს სთავაზობს ჯანსაღ და ნოყიერ საკვებს, კერძების არჩევანი და სხვადასხვა ქვეყნების კერძები „განთიადის“ კვებას შეუდარებელს ხდის.
სასტუმროში ასევე შესაძლებელია კერძების ბარ-რესტორნიდან შეკვეთა. უგემრიელესი ბურგერი და ნამდვილი იტალიური პიცა ჩვენს დამსვენებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
უგემრიელეს კერძებს თქვენთვის ქმნის გამოცდილ მზარეულთა მთელი გუნდი.
მთის კურორტი „განთიადი“ აერთიანებს სასტუმროს შენობასა და 4 ჰექტარზე გადაჭიმულ ტყე-პარკს. ეზოში შეგხვდებათ როგორც კეთილმოწყობილი, თანამედროვე ზონები, ასევე - ხელუხლებელი ტყის მასივი. უნიკალური ჰაერი და გარემო თქვენს დასვენებას დაუვიწყარს და სასარგებლოს გახდის.
ისეირნეთ, მოაწყვეთ პიკნიკი, წამოწექით ჰამაკში, ან პირდაპირ ბალახზე. ისუნთქე და დაიმუხტე ენერგიით. ის დიდხანს გაგყვებათ.