Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
მთის კურორტი - ოთახები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამთო კურორტ "განთიადში"!

ჩვენი კურორტი იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისთვის, სადაც ყოველი სტუმარი თავს იგრძნობს როგორც საკუთარ სახლში. "განთიადი" გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სერვისებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. ჩვენი უსაფრთხო და გასართობი ზონები, გამოცდილ პერსონალთან ერთად, უზრუნველყოფს სრულ კომფორტს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. სამჯერადი კვება, მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები და აქტივობები, ასევე თანამედროვე სავარჯიშო დარბაზი უზრუნველყოფს თქვენი დასვენების მაქსიმალურ კომფორტს და სიამოვნებას.
"გამოხმაურების ტექსტი"
George
"გამოხმაურების ტექსტი"
Inês Jorge Architect
შეარჩიეთ ოთახი

იხილეთ და აარჩიეთ თქვენ ოჯახზე ადაპტირებული სხვა და სხვა ტიპის ნომერი

დელუქსი სამადგილიანი ნომერი
დელუქს კატეგორიის სამ ადგილიან ნომერში დაგხვდებათ ...
ნახვა
საოჯახო ლუქსი
საოჯახო 2-ოთახიანი ლუქსი მოიცავს მისაღები ოთახს, ...
ნახვა
ეკონომიური სამადგილიანი ნომერი
ამ სამ ადგილიან ნომერში დაგხვდებათ სამ სტუმარზე გა...
ნახვა
სტანდარტული ორადგილიანი ნომერი
სტანდარტულ ორ ადგილიან ნომერში დაგხვდებათ ორ სტუმა...
ნახვა
შეთავაზებები &
ნომრის რეზერვაცია
დაჯავშნეთ წინასწარ ნომერი და ისარგებლეთ ჩვენი შემოთავაზებებით და აქციებით
ნომრების ნახვ
სრულყოფილი დასვენება გარანტირებულია
საბავშვო სივრცე
სამთო კურორტი "განთიადი" გთავაზობთ საბავშვო სივრცეს, სადაც 3-დან 8 წლამდე ბავშვები შეძლებენ მშობლებისგან დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გართობას. აქ ისინი იპოვიან საინტერესო და თანამედროვე სათამაშოებს, ლეგო კონსტრუქტორებს და სხვა მრავალმხრივ აქტივობებს. ჩვენი გამოცდილი პერსონალი მუდამ მზად არის, რომ ბავშვების უსაფრთხოება და კომფორტი უზრუნველყოს.
გასართობი სივრცე
ჩვენს კურორტზე როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს შეუძლიათ იპოვონ თავიანთი გართობის საშუალება. მაგიდის ტენისი, მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი და იატაკის ჭადრაკი უზრუნველყოფს მხიარულ და საინტერესო დასვენებას.
ბარი
"განთიადის" ბარი და ბარის ტერიტორია მშობლებს საშუალებას მისცემს განიმუხტონ და დაისვენონ, სანამ მათი ბავშვები ერთობიან საბავშვო ზონებში. საღამოობით შეგიძლიათ ისიამოვნოთ ცოცხალი მუსიკით და სასიამოვნო გარემოთი.
დარბაზი და სცენა
ჩვენი დარბაზი და სცენა მასპინძლობს სადღესასწაულო საღამოებს და ღონისძიებებს. ბავშვთა ბანაკები იყენებენ ამ სივრცეს საინტერესო აქტივობებისა და ვიქტორინებისთვის.
სავარჯიშო სივრცე
სპორტული მოტივაციის მქონე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სპორტული დარბაზით და ტრენაჟორებით, რომლებიც მზად არიან თქვენი ფიზიკური აქტივობისთვის.
გართობა და აქტიობა
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ სივრცეებით, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის გასართობი საშუალებები.
სპა სივრცე
მთის კურორტ განთიადში ფუნქციონირებს სპა სივრცე, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ფინური საუნით და მიიღოთ წყლის პროცედურები
კვება
"განთიადი" გთავაზობთ სამჯერად კვებას შვედური მაგიდის პრინციპით. ჩვენი მრავალფეროვანი მენიუ უზრუნველყოფს უგემრიელესი, ნოყიერი და ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნებას, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ბავშვების, ასევე მშობლების გემოვნებას. ჩვენი გამოცდილი მზარეულები მუდამ მზად არიან თქვენი მომსახურებისთვის.